პუტინმა არ გამორიცხა აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალასკაში რუსეთ-ამერიკის შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში ხუთშაბათს შეხვედრა გამართა ს უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრებთან, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოქმის ჩანაწერის თანახმად, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა შეკრებილებს უთხრა, რომ სურს მათ ინფორმაცია მიაწოდოს „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ასევე „მოუყვეს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, რომელიც, როგორც ყველამ იცის, ჩემი აზრით, საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის შესაჩერებლად და ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარისთვის საინტერესო შეთანხმებების მისაღწევად, რათა შეიქმნას გრძელვადიანი პირობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ევროპასა და მთელს მსოფლიოში მშვიდობისთვის – თუკი მომდევნო ეტაპებზე მივაღწევთ შეთანხმებებს სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის სფეროში“.
-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მოქმედი ხელშეკრულება, New START, 2026 წლამდეა ძალაში, თუმცა რუსეთმა 2023 წელს შეაჩერა მასში მონაწილეობა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა აშშ-ისა და რუსეთის მიერ ერთმანეთის სამხედრო ბირთვული ობიექტების ორმხრივ ინსპექტირებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვულ იარაღზე ორმხრივი კონტროლი. თუმცა, 2020 წელს ეს ინსპექტირება შეწყდა COVID-19-ის პანდემიის გამო. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ში შეჭრა, რისთვისაც შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. 2022 წლის აგვისტოში რუსეთმა შეერთებულ შტატებს უარი უთხრა თავისი ბირთვული ობიექტების ინსპექტირებაზე იმ მოტივით, რომ სანქციები რუს ინსპექტორებს ხელს უშლიდა შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის სატრანზიტო ვიზების მიღებაში. 2023 წლის 31 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი New START-ის დარღვევაში დაადანაშაულა. 2023 წლის 21 თებერვალს პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში გამოაცხადა რუსეთის მიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ.
ფორუმი