რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში მსჯავრდებული სერგეი ხაჯიკურბანოვი უკრაინასთან ომში მონაწილეობის შემდეგ, პუტინმა შეიწყალა. მან კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
“ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის ყოფილმა დეტექტივმა, სერგეი ხაჯიკურბანოვმა, რომელიც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში იყო მსჯავრდებული, მონაწილეობა მიიღო უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში და მიიღო შეწყალება” – განუცხადა RBC-ს მისმა ადვოკატმა ალექსეი მიხალჩიკმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ხაჯიკურბანოვი მონაწილეობდა “სამხედრო ოპერაციაში” როგორც პატიმარი, შემდეგ იგი შეიწყალეს და ახლა მონაწილეობს როგორც სამოქალაქო ჯარისკაცი, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.
“90-იან წლებში სპეცრაზმში მუშაობდა, გამოცდილება აქვს, ალბათ ამიტომაც მაშინვე შესთავაზეს სამეთაურო პოზიცია. მე მჯერა, რომ, გარკვეულწილად, სამართლიანობამ გაიმარჯვა, რადგან მიმაჩნია, რომ ის არ მონაწილეობდა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში“, – ამბობს ადვოკატი.
ყოფილ პოლიციელს, სერგეი ხაჯიკურბანოვს 20 წლიანი პატიმრობა 2014 წელს მიუსაჯეს.
ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.