პუტინმა ალიევს უთხრა, რომ შარშან სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა რუსეთის რაკეტების დეტონაციას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეხვედრისას უთხრა, რომ შარშან ს ორმა რაკეტამ “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავთან ახლოს დეტონაცია განიცადა, მას მერე, რაც რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის დრონები შევიდნენ. ამ ინციდენტს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის ლიდერის მხრიდან ეს ამ დრომდე ყველაზე გულწრფელი აღიარებაა იმისა, რომ ტრაგიკულ ინციდენტში მოსკოვი იყო დამნაშავე. პუტინმა ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა შესთავაზა.
რეისი J2-8243 ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიფრინავდა, როცა 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ახლოს. ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა გეზი შეცვალა სამხრეთ რუსეთიდან, სადაც, როგორც იუწყებოდნენ, უკრაინის დრონები რამდენიმე სამიზნეს ესხმოდნენ თავს.
შარშან პუტინმა საჯარო ბოდიში მოუხადა ალიევს “ტრაგიკული ინციდენტისთვის”.
ახლა, 9 ოქტომბერს, პუტინმა ალიევს უთხრა, რომ თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით რუსეთის ორი რაკეტის დეტონაცია მოხდა, მას მერე, რაც უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
“ორი რაკეტა, რომლებიც გაშვებულ იქნა, თვითმფრინავს უშუალოდ არ მოხვედრია. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავი ადგილზევე დაიღუპებოდა. რაკეტები აფეთქდა – შესაძლოა თვითგანადგურების ფორმით – რამდენიმე, დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით”, – თქვა პუტინმა.
ალიევი კატასტროფის გამო სიბრაზეს გამოხატავდა და საჯაროდ აკრიტიკებდა მოსკოვის რეაქციებს – მისი აღქმით, მოსკოვი ინციდენტის დამალვას ცდილობდა.
9 ოქტომბერს ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა გამოძიებაზე პირადი მეთვალყურეობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არ გვექნება არანაირი ერთობა არავისთან, ვინც პასუხისმგებელია 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, არა და არასდროს! – ვგულისხმობ, “ნაცმოძრაობას”, გვარამიას კოალიციას, ზურაბიშვილს – გახარიამ თუ გათვალა, სალომე ზურაბიშვილმა რატომ ვერ გათვალა რისკები?