19 აპრილს, ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთს” კრემლის ახალი კურატორი ეწვია. რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო შეხვდა მარიონეტული რეჟიმის “პრეზიდენტ” გაგლოევსა და კრემლის მარიონეტ “დეპუტატებსაც”.
როგორც მისი “ვიზიტისას” გაირკვა, 9 მაისის აღსანიშნავად, პუტინის გადაწყვეტილებით, “სამხრეთ ოსეთის თითოეული სოფლისა და სკოლისთვის პუტინის სარეზერვო ფონდიდან თითო მილიონი რუბლი გამოიყოფა“. კირიენკოს თქმით, ეს თანხები, 9 მაისისთვის – მემორიალებისა და მუზეუმების კეთილმოწყობისთვისაა განკუთვნილი.
კირიენკოს განცხადებითვე, პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთში გაიხსნება „პრომსვიაზბანკის“ ფილიალი, რაც მისივე თქმით, “პენსიონერებს საშუალებას მისცემს, “მირ”-ის ბარათებზე განაცხადი ვლადიკავკაზში გამგზავრების გარეშე, პირდაპირ ცხინვალში შეიტანონ.