პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ვლადიმირ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ს პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს.
“პრეზიდენტი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს”. – თქვა პესკოვმა.
29 იანვარს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ს წარმომადგენლის, ნატალია ბუდარინას თქმით 60 000 ხელმოწერიდან 0.15% ბათილად გამოცხადდა, კანონმდებლობით დაშვებულია 5%-იანი ცდომილება.
ამ დროისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა რაოდენობა 198 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები, მეცნიერება და სხვა ცნობილი ადამიანები.
2023 წელს პუტინმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. ახალი წესები მედიისთვის კიდევ უფრო ართულებს ს გაშუქებას.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.