პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ “პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას” აყრით, რომელიც საბოლოო ჯამში უშინაარსო “გამოდგება ხოლმე”.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
“პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე” – თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომში მოკლულთა რიცხვი გაიზარდა და პუტინი “ძალიან ბევრ ადამიანს კლავს”, რომელთა შორის მრავალი ს ჯარისკაცია.
“პუტინით უკმაყოფილო ვარ, შემიძლია ეს გითხრათ ახლა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავს, მათგან მრავალი საკუთარი ჯარისკაცია, საკუთარ ჯარისკაცებსა და მათ ჯარისკაცებს, ძირითადად. ახლა [დაღუპულთა რიცხვი] კვირაში 7 000-მდე ავიდა”. – თქვა ტრამპმა.
-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ს თავდაცვით იარაღებს აძლევენ, რადგან “პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა” და “ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს”.
“თავდაცვითი იარაღების მიწოდება გვინდა იმიტომ, რომ პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა, ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს, ამიტომ უკრაინას გარკვეულ თავდაცვით იარაღებს ვუგზავნით”. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან საუბრისას(ტაბულა)