პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის 4 რეგიონზე კონტროლს ითხოვს, მოთხოვნაზე თანახმა არაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მზადაა უკრაინაში ომი დაასრულოს, თუ უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და რუსეთს მთლიანად გადასცემს 4 რეგიონზე კონტროლს. კიევმა ეს მოთხოვნა უარყო.
შვეიცარიაში დაგემილი სამშვიდობო სამიტის წინ, რომელზეც მიწვეული არაა, პუტინმა განცხადება გააკეთა და მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოთხოვნა უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ, ეს უცვლელი მოთხოვნაა იმ დღიდან, როცა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. პუტინის თქმით, ომის შეწყვეტისთვის ის ასევე ითხოვს დასავლური სანქციების შეწყვეტას და უკრაინის “დენაციფიკაციას”. ამ უკანასკნელს კიევი ქვეყნის მთავრობისადმი უსაფუძვლო შეურაცხყოფას უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ პუტინის პირობები უტოლდება უკრაინის დამარცხების აღიარების და სუვერენიტეტზე უარის თქმის ხელმოწერის შეთავაზებას.
პუტინის შეთავაზების საფუძველზე “კომპრომისის პოვნის შესაძლებლობა არ არსებობს”, თქვა მან.
“პირობები ძალიან მარტივია” განაცხადა პუტინმა, მან თქვა, რომ მოთხოვნებს შორის უმთავრესია უკრაინული ძალების სრული გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
რუსეთმა განაცხადა, რომ ოთხი რეგიონი, რომელსაც მისი ძალები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ, 2022 წელს საკუთარი ტერიტორიის ნაწილია.
„როგორც კი კიევში გამოაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად გამოაცხადებენ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარს – ჩვენი მხრიდან, დაუყოვნებლივ, ფაქტიურად იმავე დროს. წუთში მოჰყვება ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს