პუტინი: ცეცხლის შეწყვეტას მხარს ვუჭერ, “თუმცა არის ნიუანსები”

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის თანახმაა ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან “გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის მთავარი მიზეზების გადაჭრამდე უნდა მიგვიყვანოს
“იდეა თავისთავად სწორია მაგრამ არის საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ ამერიკელ კოლეგებთან და ალბათ ტრამპთან ტელეფონით”, – განაცხადა პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, გასარკვევია როგორ იქნება ორგანიზებული ჰიპოთეტური დროებითი ზავი უკრაინაში, ხომ არ გამოიყენებს უკრაინა ამ პერიოდს მობილიზაციისა და იარაღის მარაგების შევსებისთვის, ვინ დაადგენს ვინ დაარღვია შეთანხმება, რა იქნება ამის შედეგები და ა.შ.
11 მარტს საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ ც დაიცავს მას.
13 მარტს -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ 2014 წელს დონბასში ჰიბრიდული თავდასხმითა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით, მოგვიანებით კი სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ.
მასალა განახლდება