პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს განიხილავს – ჩრდ. კორეის სამთავრობო მედია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ვიზიტის გამართვას განიხილავს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA ავრცელებს.
ჩრდ. კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით სამთავრობო მედიამ განაცხადა, რომ პუტინმა “ნებისმიერ დროს (რედ. ჩრდილოეთ კორეაში) ვიზიტის გამართვაზე მზადყოფნა გამოხატა”. წინა კვირას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ხიმ რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა, ხოლო პუტინს ტელეფონით ესაუბრა. KCNA-ის თქმით, რუსეთში ვიზიტის დროს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას უკრაინის ომში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
კრემლის სპიკერის ს განცხადებით, იმედოვნებს, რომ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ინის მიწვევით, ვიზიტს მალე გამართავს. მისი თქმით, პუტინი ჩრდილოეთ კორეას “ახლო მომავალში” ეწვევა, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შემთხვევაში, ეს 2000 წლიდან მოყოლებული მისი პირველი ვიზიტი იქნება. 2000 წლის ივლისში ვლადიმირ პუტინი იმდროინდელ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ირს შეხვდა.
ში ომისა და, ზოგადად, მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბოლო წლებში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა გაიზარდა, რის ფარგლებშიც ორმა ქვეყანამ სამხედრო შეიარაღებაზე სავაჭრო გარიგებები დადეს. -სა და მისი მოკავშირეების თქმით, აღნიშნული შეთანხმებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა, რასაც ისინი გმობენ.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა 18 იანვარს სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხებში წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად გადაცემული ბალისტიკური რაკეტები და სხვა ტიპის შეიარაღება ყურადღებასა და კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს.