ჩვენმა მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისმცემ გარემოში ჩაიარა. იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო. კიდევ ერთხელ მსურს ამერიკელ კოლეგას მადლობა გადავუხადო ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის. აბსოლუტურად ლოგიკურია სწორედ აქ შეხვედრა. მართალია ჩვენს ქვეყნებს ოკეანე ჰყოფს, მაგრამ, სინამდვილეში, ახლო მეზობლები არიან.
როცა შევხვდით, გადმოვედით თვითმფრინავებიდან, მე ვუთხარი: “დღე მშვიდობისა ძვირფასო მეზობელო, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ჯანმრთელად და ცოცხლად ხილვა.” მეზობლურად ეს, მგონია, ძალიან კეთილგანწყობილად ჟღერს.
ჩვენ მხოლოდ ბერინგის სრუტე გვყოფს. მეტიც. ორი კუნძულია – რუსულ და ამერიკულ კუნძულებს შორის მხოლოდ 4 კილომეტრი. ჩვენ ახლო მეზობლები ვართ, ეს ფაქტია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალასკას უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ს საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი პოზიტიური მოვლენა.
თქვა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.