პუტინი ფხენიანში ჩადის, წყნარ ოკეანეში რუსეთის ფლოტი მანევრებს იწყებს

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის წინ დაიწყო სამხედრო მანევრები, რომელშიც 40 ხომალდი და წყალქვეშა ნავი , ასევე 20 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მონაწილეობს.
სამხედრო წვრთნა იმართება წყნარ ოკეანეში და იაპონიის, ასევე ოხოტის ზღვაში და ივნისის ბლომდე გასტანს.
პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩადის ფხენიანში, სადაც ის ქვეყნის მმართველმა კიმ ჩენ ინმა მიიწვია. კრემლის მმართველმმა მანამდე ფხენიანის რეჟიმს მადლობა გადაუხადა ში იერიშის დროს მხარდაჭერისთვის. ჩრდილოეთი კორეის გამოცემა KCNA-ში მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ ორივე ქვეყანა სურს მათი პარტნიორობის შემდგომი განვითარება. პუტინის ვიზიტისას სხვათა შორის ისაუბრებენ სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე.
დასავლეთის ინფორმაციით, იზოლირებული ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდის ამუნიციას, რაც გაეროს სანქციების დარღვევას წარმოადგენს.
ამჟამინდელი სტუმრობა პუტინის პირველი ვიზიტია კომუნისტურ კორეაში 24 წლის მანძილზე. მისი შეხვედრები ფხენიანის ხელმძღვანელობასთან რუსეთში იმართებოდა.
პუტინს მოგზაურობაში, რომელიც შემდეგ ვიეტნამში გაგრძელდება, თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი, და თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით