“პუტინი უნდა დამარცხდეს” – ზელენსკი -შია

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების დედაქალაქშია. ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო. აღნიშნულ უნივერსიტეტში აშშ-ისა და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს ამზადებენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და სამხედრო ხელმძღვანელობას ამ დრომდე გაწეული მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლავაც უქმნის საფრთხეს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს.
“პუტინი უნდა დამარცხდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ხვალ ამერიკელი კოლეგა თეთრ სახლში უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს