პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნას ისევ არ გამორიცხავს

ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებისა და რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე იერიშების მიტანების ფონზე, ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ საუბრობს უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. “სანიტარული ზონის” შექმნაზე.
“არ გამოვრიცხავ, რომ, დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც მომენტში იძულებული გავხდეთ, მაშინ, როცა ჩავთვლით, რომ მიზანშეწონილია, შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა ს რეჟიმზე დღესდღეობით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.” – თქვა პუტინმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერეციაზე.
პუტინის თქმით, თუ მსგავსი ზონა შეიქმნება, ის უნდა იყოს სათანადოდ გამაგრებული და დაცული “უცხოური წარმოების” შეიარაღებისგან.
ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნის შესაძლებლობა გასული წლის ივნისშიც ახსენა. ამ პერიოდშიც რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში იყვნენ გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებდნენ.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ