პუტინი: უკრაინის მხარეს მებრძოლი დაქირავებულების რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილზეა

უკრაინის მხარეს მებრძოლი დაქირავებული უცხოელების რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის თქმით, თუ რომელიმე სახელმწიფო ში რეგულარული არმიის გაგზავნას გადაწყვეტს, ამით კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს.

„მე არ მესმის, რატომ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში. შტატებიდან იქ არიან დაქირავებული მებრძოლები. ყველაზე მეტი დაქირავებული არის პოლონეთიდან, მეორე ადგილზე ამერიკაა, ხოლო მესამეზე საქართველო. თუ ვინმეს აქვს რეგულარული არმიის გაგზავნის სურვილი, ამით კაცობრიობას ნამდვილად დააყენებს ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე. ეს აშკარაა. შეერთებულ შტატებს ეს სურს? რატომ? საკუთარი ეროვნული ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? საზღვარზე ბევრი პრობლემა გაქვთ: მიგრაცია, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პრობლემები – 33 ტრილიონ დოლარზე მეტი. სხვა საქმე არაფერი გაქვთ, უკრაინაში უნდა იბრძოლოთ?“, – მიმართა პუტინმა ამერიკელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე