პუტინი: უკრაინაში მშვიდობის საკითხი ტრამპთან ერთად „სამართლიან საფუძველზე“ განვიხილეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, ში კონფლიქტის დასრულების გზები „სამართლიან საფუძველზე“ განიხილა.

კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, ალასკაში გამართული მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, მოსკოვში მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „დროული“ და „ძალიან სასარგებლო“ იყო.

„დიდი ხანია ამ დონის პირდაპირი მოლაპარაკებები არ გვქონია“, – თქვა მან და დასძინა: „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მშვიდად და დეტალურად გაგვემეორებინა ჩვენი პოზიცია“.
„საუბარი იყო ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი და, ჩემი აზრით, [ის] გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, – თქვა პუტინმა.
ალასკის სამიტი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მას ორივე მხარე დადებითად აფასებს.
18 აგვისტოსთვის უკვე ვაშინგტონში დაიგეგმა ს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ სთან.
ფორუმი