პუტინი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში მულტფილმი ჰგონიათ, რუსოფობია ადამიანებს აბრმავებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში სერიოზულად არ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ ეს მულტფილმია. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ კრებაში  ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მათ ეს არ ესმით, ეს რაღაცა მულტფილმები ჰგონიათ, რუსოფობია ადამიანებს აბრმავებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს, რომ 1980-იანი წლების ხრიკი გაიმეოროს და რუსეთი შეიარაღების რბოლაში ჩაითრიოს. „ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და რესურსები რაციონალურად გადავანაწილოთ, თავდაცვაში ჩადებული თითოეული რუბლიდან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ“, – ამბობს პუტინი.

პუტინის თქმით, აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოების ახალ კონტურზე მუშაობა. „ძლიერი და სუვერენული რუსეთის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის -სთან მოლაპარაკების გასამართავად სტაბილურობის საკითხებზე, მაგრამ ვაშინგტონის მხრიდან „ისმის მხოლოდ დემაგოგია საპრეზიდენტო ს წინ“.

„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც, მათივე თქმით, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მოყენება სურთ, მათგან ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ჩვენ კოსმოსში იარაღის განთავსება გვსურს. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოლაპარაკება აშშ-ის პირობებზე გაიმართოს. შესაბამისად, მათი მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე მზადყოფნა არის უბრალოდ დემაგოგია საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსულმა ძალებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციას ში რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.