პუტინი უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

11 მაისს, კრემლში რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ს 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
პუტინის თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
პუტინმა ბრიფინგი მის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, დაახლოებით ერთსაათიანი დაგვიანებით გამართა,და ჟურნალისტების კითხვებზე აღარ უპასუხია.
„ამ სამი დღის განმავლობაში, რაც ცეცხლის შეწყვეტა იყო გამოცხადებული, რუსეთის ფედერაციაზე ხუთი მიზნობრივი შეტევა განხორციელდა კურსკის ოლქში და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე, სხვა რეგიონებში კი 36 თავდასხმა მოხდა“, — განაცხადა პუტინმა. მან უკრაინა დაადანაშაულა იმაში, რომ ცდილობდა მოსკოვში ჩასული უცხოელი ლიდერები შეეშინებინა.
პუტინის განცხადებას მოლაპარაკებების განახლებაზე, წინ უძღოდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერების მიერ პრეზიდენტ სთან ერთად გაკეთებული მოწოდება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
10 მაისს კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტის აუცილებლობაზე.
„თუ რუსეთი წამოაყენებს რაიმე პირობებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც მცდელობა გააგრძელოს ომი და დააზიანოს დიპლომატია“, — წერია განცხადების ტექსტში, რომლის მიხედვით მოსკოვის მხრიდან უარის შემთხვევაში, საჭიროა „მეტი სიმკაცრით დაწესდეს სანქციები მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე, ფოკუსით წიაღისეულ საწვავზე, ნავთობზე და ჩრდილოვან ფლოტზე“

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში 2022 წელს სწორედ მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმი წამოაყენა — მოთხოვნები, რომლებიც სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა სთვის.