პუტინი უკრაინას ემუქრება იმის გამო, რომ არ თმობს დონბასს

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაემუქრა უკრაინას და მის მოკავშირე ევროპელი ქვეყნის ლიდერებს.
“თუ მოწინააღმდეგე და მისი უცხოელი მფარველები მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, სამხედრო გზით მივაღწევთ მიზანს”, – პუტინის ეს განცხადება რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ “რია ნოვოსტი” გაავრცელა.
საუბარია -ს ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელმაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა უზრუნველყოს, თუმცა “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას გულისხმობს, რაზეც არ თანხმდება.
14-15 დეკემბერს ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “ დონბასს არ დე ფაქტო და არც დე იურე არ დათმობს”.