პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ სთან ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იქნება, თუ ის დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და პირობას დადებს, რომ NATO-ში არ გაწევრიანდება.
პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ – აქვე ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების იმ ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინაში შესვლის მომენტისთვის არსებობდა. როცა განაცხადებს, რომ მზად არის, ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ამ რეგიონებიდან რეალურად ჯარის გაყვანას დაიწყებს და ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს NATO-ში შესვლის გეგმებზე უარს, ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმ წუთასვე, გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ”. – თქვა პუტინმა.