პუტინი: სთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მშვიდად უნდა ჩატარდეს. ზელენსკი: ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მუდამ მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ საჭიროა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები „არა საჯაროდ, არამედ მშვიდად, წყნარ ვითარებაში“ ჩატარდეს და განაცხადა, რომ „ კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე.”
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იმედგაცრუება „გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს“. პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების საჭიროებისა და ომის მიმდინარეობის შესახებ ისე ილაპარაკა, რომ არ ახსენა -ის პრეზიდენტის მოთხოვნა, 10 დღის განმავლობაში აჩვენოს პროგრესი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არც კიევზე ს მიერ განხორციელებულ დარტყმაზე გაუკეთებია კომენტარი, რომლის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ პასუხად „ტელეგრამზე“ დაწერა: „ჩვენ რუსეთისგან განცხადებებს ვისმენთ და თუ ეს მათი სერიოზული მზადყოფნის სიგნალია, ღირსეულად დაასრულონ ომი და დაამყარონ ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არ არის მხოლოდ ომისთვის მეტი დროის მოგებისა და სანქციების გადავადების მცდელობა, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის ლიდერების დონეზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა: „უკრაინა გთავაზობთ, ტექნიკურ დონეზე განცხადებების გაცვლიდან და შეხვედრებიდან ლიდერებს შორის საუბრის დონეზე გადასვლას. ამერიკამ ეს შემოგვთავაზა, უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთის მზადყოფნაა საჭირო“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს