რუსეთის დიქტატორის იმპერიალისტური მიზნები – ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის კუთვნილი უძრავი ქონების დასაკუთრებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ორ ბრძანებას, რომელიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის კუთვნილი უძრავი ქონების მართვას ითვალისწინებს.
სპეციალურმა სამსახურმა ეს ქონება უნდა მოიძიოს, მასზე უფლებები გაიფორმოს და იურიდიულად დაიცვას. ასევე, ასეთი ქონება შეინახოს და მას ექსპლუატაცია გაუწიოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის – იმ ფონზე, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩეხეთი, ლატვია, ფინეთი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. მათ უკვე გადააფორმეს საბჭოთა კავშირის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში.