პუტინი: სპეციალურმა ოპერაციამ პრობლემებიც გამოავლინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე თქვა, რომ ში მიმდინარე ომმა გარკვეული პრობლემები გამოავლინა.
“ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, სპეციალურმა ოპერაციამ გამოავლინა პრობლემებიც. ამრიგად, აუცილებელია საკომუნიკაციო სისტემების მოქმედების სერიოზული გადაწყობა. დაზვერვის თანამედროვე საშუალებების, მიზანში ამოღებისა და კონტრბატარეული ომის ბევრად უფრო ეფექტიანად გამოყენება”. – თქვა პუტინმა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს მაღალი სიზუსტის ჭურვებისა და დრონების წარმოება და მიწოდება. მისი თქმით, საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის სრულყოფა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ირწმუნება, Панцир-ის, Бук-ის, С-300-ისა და С-400-ის სისტემები მსოფლიოში საუკეთესოა. პუტინის თქმით, აქამდე მცირე ზომის დრონებს ყურადღებას არ აქცევდნენ და სათანადოდ ვერ შეაფასეს.
“მაგრამ აქამდე, რასაც ყურადღებას არ ვაქცევდით, ვთვლიდით, რომ ეს რაღაც წვრილმანი, რაღაც ფიცარი იყო, რაღაც პატარა დრონუკები, რომლებიც დაფრინავენ – არა, აღმოჩნდა, რომ მათ ზიანის მიყენება შეუძლიათ და არავითარ შემთხვევაში შეიძლება ამის უგულებელყოფა”. – თქვა პუტინმა.
გასულ თვეებში უკრაინული დრონები ს ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის საზღვრიდან დაშორებულ რეგიონებში წარმატებით აღწევდნენ.