“პუტინი სთავაზობს ტრამპს გარიგებას, რომლითაც ამერიკა ასობით მილიარდს იშოვის” – ირაკლი მელაშვილი

ბევრს გაუკვირდა, დედაქალაქ, ერ რიადში, გამართულ -ს და ს დელეგაციების შორის მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვთან და უსაფრთხოების საკითხებში პუტინის მრჩეველ უშაკოვთან ერთად რუსეთის ფედერაციის დელეგაციაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის ყოფნა. არადა ამ კაცის მოლაპარაკებაზე ყოფნა შეიძლება რუსეთის მთავარი კოზირი იყოს.
ტრამპს სპეციფიური მიდგომა აქვს აშშ-ს საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის ინტერებისებზე. ის ბიზნესმენია, ამიტომ, მისთვის უმთავრესია, თუ რამდენად შეესაბამება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ბიზნეს თუ ფინანსურ ინტერესებს. ამის დადასტურებაა, რომ პირველი, რაც მან ომში მყოფ ს შესთავაზა, ესაა შეთანხმების გაფორმება, რათა ამერიკას ექსკლუზიური წვდომა ჰქონოდა უკრაინის იშვიათი მეტალების საბადოებზე. რუსებმა კარგად დაიჭირეს ტრამპის საგარეო პოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი. როგორც ერ რიადში გამართული მოლაპარაკებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის, იქ ყოფნის მთავარი დანიშნულება იყო გაეკეთებინა აშშ-ს პრეზიდენტისათვის ისეთი მომგებიანი ბიზნეს შეთავაზება, რომელზეც ტრამპს, ქვენის საგარეო პოლიტიკაზე საკუთარი მიდგომებიდან გამომდინარე, უარის თქმა გაუჭირდებოდა. ორი მთავარი რამ, რაც რუსეთმა ამერიკას შესთავაზე: პირველი, ესაა ამერიკული კომპანიების დაშვება ნავთობის და ბუნებრივი აირის მსხვილ საბადოებზე და მეორე, წვდომა არქტიკის ბუნებრივი რესურსების იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი თავისად თვლის. ორივე ეს თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსებისთვის. მათ სანქციების შემდეგ ფაქტობრივად აღარ აქვთ იმ ტექნოლოგიებზე წვდომა, რომლითაც შეძლებენ ნავთობის ახალი საბადოების გახსნას და ექსპლუატაციას. ნავთობ და გაზმოპოვება სერიოზულ კრიზისშია. რუსები იძულებულები არიან გააჩერონ ბევრი საბადო, იმიტომ რომ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის და საერთაშორიო ბაზარზე რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასების ჭერის გამო, რუსებს იაფად უწევთ ნავთობის გაყიდვა, რის გამოც ნავთობის მოპოვება ბევრ საბადოზე არარენტაბელური გახდა. რუსული კომპანიები უზარმაზარ ზარალს ნახულობენ და მთავრობა იძულებულია მათ სხვადსხვა შეღავათი დაუწესოს, რაც ბიუჯეტის შემოსავლებზე აისახება. მაგალითად, რუსული გიგანტი „როსნეფტი“, ზოგიერთ რეგიონს მიწის გადასახადსაც კი ვეღარ უხდის და სასამართლო პროცესებს აგებს ადგილობრივ ადმინისტრაციებთან. „გაზპრომს“, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია და რუსეთი ბიუჯეტის უმთავრესი დონატორი იყო, თუ სწორად მახსოვს, 2023 წელს საერთოდ ტრილიონ რუბლზე მეტი დეფიციტი დაუჯდა. მნიშვნელოვნად დაეცა ამ კომპანიების აქციების ფასიც. რუსები ახალ საბადოებსაც ვერ ხსნიან. თავად რუსი პროსამთავრობო ექსპერტები აზრით, ნავთობისა და გაზის სფერო, რომელიც ათწლეულები იყო სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო, სანქციების გამო ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშეა. ამერიკელების დაბრუნება რუსეთის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ინდუსტრიაში ავტომატურად ნიშნავს სექტორში ტექნოლოგიების შემოტანას და რუსული ნახშირწყალბადებით ვაჭრობაზე სანქციების მოხსნას, რაც რუსეთს ჰაერივით ჭირდება. მათ საშუალება მიეცემად თავისუფლად გაყიდონ პროდუქცია, აგრეთვე ამ ეტაპზე სანქციების ქვეშ მყოფი ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ არამარტო იმ საბადოებში, სადაც აშშ-ს კომპანიებს შემოუშვებენ, არამედ იქაც, რომლებიც რუსული კომპანიების მფლობელობაშია. ამერიკული მხარისათვის კი ეს ასობით მილიარდი დოლარი მოგებაა. დმიტრიევის განცხადებით სანქციების შედეგად ამერიკული ბიზნესის რუსეთის ბაზრიდან გასვლის გამო აშშ-ს კომპანიების ზარალი 300 მილიარდ დოლარამდეა. არქტიკის საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურადაც. გეოგრაფიის გადაწერა ტრამპმა კი არა, პუტინმა დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როცა გამოაცხადა, რომ ჩრდილო ყინულოვან ოკეანის ფსკერზე არსებული მთების ქედი რუსეთის ხმელეთზე არსებული ქედის გაგრძელებაა, რის საფუძველზეც ამ ტერიტორიას ფაქტობრივად ხმელეთის სტატუსი მიანიჭა. ამ გზით, რუსეთმა არქტიკაში მიიტაცა დიდი ტერიტორია, რუსეთის ტერიტორიულ წყლებად ან განსაკუთრებული ეკონომიკური ინტერესების ზონად გამოაცხადა არქტიკული წყლების და შელფის ის ნაწილი, რომელიც ამ მიწისქვეშა ქედებს აკრავს გარს. გეოლოგების ინფორმაციით აქაური შელფი საოცრად მდიდარია სხვადასხვა წიაღისეულით. არც გაერო, არც აშშ, არც ჩრდილოეთის ქვეყნები არ აღიარებენ ამ გადაწყვეტილებას, რის გამოც რუსეთს არ აქვს შესაძლებლობები მოიზიდოს ამ ტერიტორიაზე ინვესტიციები, შემოიტანოს ტექნოლოგიები, რომლის გარეშეც საბადოებს უბრალოდ ვერ ამუშავებს. აშშ-ს შემოყვანა ამ პროექტში ფაქტობრივად ლეგიტიმურს გახდის რუსეთის მიერ არქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცებას და გამოვა, რომ უკვე საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე რუსების მიერ არქტიკაში მიტაცებულ ტერიტორიების მთავარი დამცველი აშშ გახდება. ვერაფერს იტყვი, ტრამპის მიდგომებისა და საგარეო პოლიტიკის ამოცანებზე მისი შეხედულებების გათვალიწინებით, რუსების მხრიდან ეს შეთავაზება ძალიან კარგად გათვლილი ნაბიჯია. ტყუილად არ მოუწოდებდა ერ რიადში ლავროვი ამერიკელებს, რომ მათ მხოლოდ თავიანთი ინეტერესებიდან გამომდინარე ემოქმედათ. რუსები არაორაზროვანდ სთავაზობენ ტრამპს გარიგებას, რომ მან ამ ძალიან მომგებიან პროექტების სანაცვლოს, რომლითაც ამერიკა ასობით მილიარდს ის, უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე და დათანხმდეს რუსეთისთვის მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის გადაცემას.
ესაა რის გაკეთებასც ცდილობს რუსეთი. ერ რიადის შეხედრის შემდეგ ტრამპი თავის განცხადებებში გაცოფებას ვერ მალავს ზელენსკიზე , რადგანაც უკრაინის პრეზიდენტი წინააღმდეგობას უწევს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ გეგმას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებმა ტრამპს შიგ კაკალ გულში გაარტყეს. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა თქვას უარი უკრაინის გამო ასეთ მომგებიან წინადადებებზე. რა გზას აირჩევს ამერიკა, ეს ალბათ უახლოეს თვეებში გამოჩნდება.