პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე მათ ნავთობის, ღაზასა და უკრაინის საკითხებზე ისაუბრეს.
შესავალ სიტყვაში, რომელიც რუსულ ტელევიზიაში აჩვენეს, პუტინმა პრინცს მისი მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები თანამშრომლობდნენ OPEC+-ის ფარგლებში, რომლის წევრებიც მსოფლიო ნავთობის 40%-ზე მეტს ამუშავებენ და დასძინა, რომ ისინი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტსა და ს განიხილავენ.
პუტინმა თქვა, რომ მათი შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება და დაამატა: “ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ვერაფერი შეუშლის ხელს.”
ოფიციალური თარჯიმნის სიტყვებზე დაყრდნობით, პრინცმა პუტინს უთხრა, რომ მათ ქვეყნებს შეუძლიათ “ერთად იმუშაონ მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ.”