პუტინი რუს სამხედროებზე: ჩვენი არცერთი დანაკარგი უაზრო არაა

გუშინ, რამდენჯერმე განვიხილე ეს საკითხი თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთანაც, რადგან ვიცოდი, რომ პრესასთან საუბარი გვექნებოდა. მათ ვკითხე: როგორ უნდა უპასუხო ასეთ შეკითხვას – როგორია სიტუაცია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში? მიპასუხეს, გთხოვთ, გულწრფელად უპასუხეთო. ახლა ნახავენ ამას და გაიხსენებენ. რა არის გულწრფელი პასუხი – ვიკითხე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარები შეტევაში არიან საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე, როგორც სასაზღვრო ზონაში, დონეცკის რესპუბლიკაშიც, ლუგანსკის რესპუბლიკაშიც, ზაპოროჟიეშიც და ხერსონშიც. ყველგან, ყველა მონაკვეთზე. სადღაც მეტად, სადღაც ნაკლებად. პოზიტიური აქტიურობაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობისა და გმირობის წყალობით.

ასევე… ახლა ვიმყოფებით განსაკუთრებულ ადგილზე, სადაც არის სამშობლოსთვის ნებისმიერ დროში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტაძარი, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე… ფრონტზე დღევანდელი გადამწყვეტი დინამიკა რა თქმა უნდა დაკავშირებულია ამჟამად მებრძოლი ჩვენი ბიჭების გმირობაზე, მაგრამ ამასთანავე ვალდებული ვართ იმ მებრძოლების მიმართაც, ვინც ბრძოლის ველზე დარჩა და სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, რადგან მათ შექმნეს წინაპირობა, რომ დღეს, ადამიანები, რომლებიც დღეს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში არიან, წინ მიიწევენ და ასეთი შესაძლებლობა აქვთ. ეს საერთო დამსახურებაა. ამ მხრივ, ჩვენი არცერთი დანაკარგი უაზრო არაა.

თქვა ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან