სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,რუსები თავისავე “დიპლომატიურ წარმატებაში” აიხლართნენ, ერთის მხრივ უკრაინა არ შევა ნატოში 10 წელი, მეორეს მხრივ ბრიტანულ-ფრანგულ-პოლონურ-გერმანული ქვედანაყოფები შემოვა უკრაინაში. ამასთანავე, ნატოს ქვედანაყოფები, ყველა ლოგიკით, აღმოჩნდებიან საქართველოში და სომხეთში. რუსეთმა ომი დაიწყო საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებისთვის და საზავო ხელშეკრულებაში, მთავარი პუნქტი, უკრაინის სამშვიდობო გარანტიებია. რაც მთავარია, ტერიტორიები, ტერიტორიები, საკითხი რომელიც ღია უკრაინისათვის, პრობლემურია რუსეთისათვის, რუსეთმა უნდა აღადგინოს და გამოკვებოს ასეულობით კვადრატული კილომეტრი და მილიონობით ადამიანი, რომლებიც ხვალ ისევ უკრაინას ჩაებმება. ასევე დამძიმდება სიტუაცია ეკონომიკაში, სანქციები შემსუბუქდება, მაგრამ არავინ პირდება რუსებს ინვესტიციებს, რუსული ოლიგარქიული ფული ვეღარ გათეთრდება დასავლურ ფირმებში და ვეღარ დაბრუნდება უცხოური ინვესტიციების სახით. ამიტომ რუსეთის ეკონომიკა კიდე უფრო ნატურალური და დაბალტექნოლოგიური გახდება. ასეთ მშვიდობას რამდენად აქვს აზრი პუტინისთვის არ ვიცი, მაგრამ ომის გაგრძელების შემთხვევაში სცენარები კიდე უფრო მძიმეა. პუტინი რუსულ რულეტკას თამაშობს, ოღონდ ნაგანის ბარაბანს არც ერთი ტყვია არ აკლია.“