პუტინი: რუსეთში პოლიტიკური რეპრესიები აღარ უნდა გამეორდეს

ვლადიმირ პუტინი ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ს პრეზიდენტმა საბჭოთა ეპოქაში რეპრესირებულებზე ისაუბრა.
“როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებზე, ჩვენ ვგულისხმობთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, მათ ვინც მართლა იყო საბჭოთა წყობის წინააღმდეგი და საბჭოთა კავშირის მომხრეებიც, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსგავსი რამ არ განმეორდეს”. – ამბობს პუტინი.
პუტინის რუსეთში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იდევნებიან. ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი , რომელიც ნოვიჩოკით მოწამლეს, კოლონიაში იმყოფება და 19 წელი აქვს მისჯილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრ Мемориал-ის ცნობით, რუსეთში ამჟამად 204 პოლიტპატიმარია.