პუტინი რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს ავალდებულებს ან ქვეყნის დატოვებას, ან „მდგომარეობის მოგვარებას“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების „კანონიერი უფლება,“ 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია, ან „მოაგვარონ მათი სამართლებრივი მდგომარეობა“.

ბრძანებულება გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების საიტზე 20 მარტს.

დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებმა, ან მოქალაქეობის
არ მქონე პირებმა, რომლებიც უკრაინის რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ან ხერსონის რეგიონებში, 10 ივნისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო, სხვათა შორის, ნარკოტიკების მოხმარებაზე, ინფექციურ დაავადებებზე და აივ-ინფექციებზე შემოწმება.
განკარგულება შეიცავს მინიშნებას პუტინის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებაზე „უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის რეგულირების დროებითი ღონისძიებების შესახებ“.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას