პუტინი რუსეთის ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით ძალიან შეწუხებულია და შესაძლოა, მართლაც ჩაერთოს ომის დასრულების მოლაპარაკებებში – Reuters

-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების სურვილის გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული რუსული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით და თვლის, რომ დაუყოვნებლივ საჭიროებს ომის რელსებიდან გადასვლას. ამის შესახებ გამოცემა Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები ხელს უწყობს კრემლში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ , შესაძლოა, მართლაც ჩაერთოს ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
რუსეთის 2.2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკამ 2022 წელს რეგრესი განიცადა, თუმცა ქვეყნის მშპ 2023 და 2024 წლებში ევროკავშირსა და -ზე უფრო სწრაფად იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 1.5%-ზე ნაკლებ ზრდას პროგნოზირებს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს დაიკავა, პირობა დადო, რომ უკრაინის კონფლიქტს ძალიან მალე დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ