პუტინი: რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, მსოფლიოში მეხუთე

პუტინის თქმით, “დაწესებული სანქციების მიუხედავად, ს ეკონომიკა ევროპაში გახდა პირველი, ხოლო მსოფლიოში მეხუთე, მსყიდველობითუნარიანი პარიტეტის მიხედვით”.
ეს განცხადება პუტინმა ხაბაროვსკში, შორეული აღმოსავლეთის მეწარმეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ჩვენ პირველები ვართ ევროპაში. რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი გახდა, გაუსწრო გერმანიას, ხოლო მსოფლიოში მეხუთე – ჩინეთის, -ს, ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვეცადოთ ერთ სულ მოსახლეზე. ამიტომ, არის რაღაც სამუშაო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ეს არის არა მოსახლეობა მშპ-სთვის, არამედ მშპ მოსახლეობისთვის”. – ამბობს აგრესორი.