პუტინი პეკინში შეხვდა „ძვირფას მეგობარ“ სი ძინპინს

დღეს პეკინში გაიმართა ჩინეთის და ს პრეზიდენტების, სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები – ჯერ ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრა საერთო ჯამში 2,5 საათს გაგრძელდა.
სანამ სი ძინპინი და პუტინი შეხვედრას დახურულ კარს მიღმა გააგრძელებდნენ, ჩინეთის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი აღრმავებენ სტრატეგიულ ურთიერთქმედებას, აფართოებენ ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას და მათი სტრატეგიული არჩევანია მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირების ისტორიული ტენდენცია და ეკონომიკური გლობალიზაცია. სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ მზად არის მასთან ერთად ორმხრივი ურთიერთობები განავითაროს და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის ახალი გეგმები შეიმუშაოს.
სი ძინპინის განცხადებით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა გაუძლეს ცვალებადი საერთაშორისო სიტუაციებით გამოწვეულ გამოცდას და წარმოადგენენ ორი დიდი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების ეტალონს. ჩინეთის მეთაურმა ისიც თქვა, რომ ურთიერთობების მდგრადი განვითარება შეესაბამება არა მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესებს, არამედ სასრგებლოა მთელი მსოფლისოთვის და ჩინეთი და რუსეთი დარჩებიან კეთილ მეზობლებად, სანდო მეგობრებად და საიმედო პარტნიორებად.
თავის მხრივ, პუტინმა ში ძინპინს უწოდა „ძვირფასი მეგობარი“ და განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობები არაკონიუნქტურულია, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ და საერთაშორისო საკითხებში მათი თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მრავალპოლარული მსოფლიოს პრინციპზე რუსეთის პრეზიდენტმაც ილაპარაკა.
პუტინმა, რომლის ბრძანებით რუსეთის არმია უკრინაში შეიჭრა და ორ წელზე მეტია სასტიკ ომს აწარმოებს, თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის პრინციპებს.
პუტინი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ გამართული ინაუგურაციიდან ათ დღეში. მას თან ახლავს დიდი სამთავრობო დელეგაცია. მათ შორის თავდაცვის ახალი და ყოფილი მინისტრები ანდრეი ბელოუსოვი და სერგეი შოიგუ. ვიზიტი 17 მაისს დასრულდება.
დასავლეთის სახელმწიფოებმა ჩინეთი არაერთხელ გააფრთხილეს, რამდენად სარისკოა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ამასთან, პეკინმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.
2023 წლის 24 თებერვალს, ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს