რუსეთის ხელისუფლება აპირებს ომის გაჭიანურებას 2026 წლამდე, წერს Bild დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით.
პუტინს, გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკების სურვილის იმიტაციას, მაგრამ რეალურად კრემლი არ გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ამუშავებს ახალ საშუალოვადიან საომარ გეგმას.
2024 წლის ბოლოსთვის პუტინი ელის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას და რუსული არმიის მიყვანას ხარკოვის ოლქის მდინარე ოსკოლამდე. შემდეგ, 2026 წლის ბოლომდე, ის აპირებს წინსვლას დასავლეთისკენ, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონების უმეტესი ნაწილის დაპყრობას, მათ შორის მათი დედაქალაქების. ხერსონის ფრონტზე დაგეგმილია თავდაცვის გამართვა დნეპრის გასწვრივ მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონსა და ოდესაზე თავდასხმის გარეშე. „დნეპრის მარცხნივ ყველა აღმოსავლეთი ტერიტორია 36 თვის განმავლობაში უნდა დაიპყრონ“, – თქვა BILD-ის წყარომ. ”მაშინ მდინარე გახდება ახალი ფრონტი.” მისი თქმით, პუტინი მზადაა უკრაინაში ყოველწლიურად 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგოს.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ფრონტზე სულ 617 000 რუსი ჯარისკაცია. საომარი მოქმედებების მონაწილეთა თითქმის 40% მობილიზებულია. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებმა, დაღუპულთა და დაჭრილთა ჩათვლით, 315 000 ადამიანს მიაღწია. ეს არის არმიის პერსონალის 90%, რომელიც კრემლმა შეკრიბა 2022 წლის თებერვალში შეჭრის დასაწყებად.