პუტინი: “ნორდ-ოსტის” ტერაქტის დროს, ცხოვრებაში პირველად მუხლებზე დაჩოქილმა ვილოცე

რუსული პროპაგანდისტული სახელმწიფო მედია როსია 1 ვლადიმირ პუტინის 25-წლიანი მმართველობის შესახებ დოკუმენტური ფილმს გამოუშვებს.

კრემლის მედიებში გავრცელდა ნაწყვეტები მომავალი ფილმიდან.

ერთ-ერთ ნაწყვეტში, რუსეთის პრეზიდენტი ინტერვიუერს სამუშაო კაბინეტთან არსებულ სამლოცველოს, რესპოდენტის თქმით, “პატარა ეკლესიას” აჩვენებს.

პუტინის თქმით, სწორედ ამ სამლოცველოში, 2002 წელს, ნორდ-ოსტის ტერაქტის პერიოდში, ცხოვრებაში პირველად მუხლებზე დაჩოქილმა ილოცა.

პრეზიდენტი ასევე მსჯელობს რწმენის განსხვავებებზე, რომლებიც მისი აზრით რუს და “დასავლეთელ” ადამიანს შორის არის.

“არის გარკვეული განსხვავებები დასავლური სოციუმსა და ჩვენს შორის. ჩვენ მეტად ვფიქრობთ რაღაც მარადიულზე, უსაზღვროზე და ათეისტებსაც კი სჯერათ ამის. მე ასე წარმომიდგენია, ამიტომაც ასეთი შეხედულებების, მორალური კოდის მქონე ადამიანს, დრო და დრო უჩნდება სურვილი მიმართოს უფალს”.

პროპაგანდისტული ფილმი “. კრემლი. პუტინი. 25 წელი” 4 მაისის საღამოს როსია 1-ის ეთერში გავა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)