პუტინი მოსკოვს უწოდებს ზელენსკისთან შეხვედრის „საუკეთესო ადგილს”, ხოლო დასავლეთის ჯარებს „კანონიერ სამიზნეს“

· ს პრეზიდენტმა პუტინმა ისევ უარყო ში დასავლეთის სახელმწიფოთა სამხედროების განთავსების შესაძლებლობა, მათ კვლავ „კანონიერი სამიზნე“ უწოდა, უკრაინის პრეზიდენტს კი შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა.
· პუტინმა ეს განაცხადა 5 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარიზში, „მსურველთა კოალიციისა“ და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა, რომ ომის დასრულების შემდეგ ჯარების განთავსება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია.
დღეს, 5 სექტემბერს ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა ისევ ახსენა ნატოში უკრაინის „შეთრევის” დაუშვებლობა და გაიმეორა ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ უკრაინაში ჯარების გამოჩენის შემთხვევაში, ისინი რუსეთის არმიისთვის „კანონიერი სამიზნეები“ იქნებიან.
„თუ იქ რაღაც ჯარები გამოჩნდებიან, განსაკუთრებით ახლა, საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, ეს იქნება კანონიერი სამიზნეები“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „თუ მიღწეული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს“, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების განთავსებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს.
ვლადივოსტოკის ფორუმზე დღევანდელი გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ძირითად საკითხებში უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება პოლიტიკური ნების არარსებობისა და იურიდიულ-ტექნიკური სირთულეების გამო, თუმცა თუ ვინმეს შეხვედრა რეალურად სურს, ამისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია.
პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის ზელენსკის და ს წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
დღესვე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ზელენსკის მოსკოვში იწვევენ სალაპარაკოდ და „არა კაპიტულაციისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირველად ამ კვირაში, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს მისი და ზელენსკის შეხვედრის მოსკოვში გამართვას.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 4 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ შეხვედრა არ გსურს, ის მოსკოვში უნდა მიიწვიო, თუმცა ცუდი არ არის, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო შეხვედრაზე საუბარი.
„მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ მათ სურვილს, დაასრულონ ომი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!