პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს – ზელენსკი

პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„პუტინს დიპლომატია და დიალოგი არ სურს. თუ უკრაინას ეს თანხები არ ექნება, მაშინ ჩვენ სუსტ პოზიციაში ვიქნებით. პუტინი ხვდება, რომ ჩვენ უფრო სუსტები და დაუცველები ვიქნებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია -ში მიემგზავრება, სადაც -ის პრეზიდენტის მრჩევლებთან პარასკევს და შაბათს მოლაპარაკებებს გამართავს.
ipn.ge