პუტინი: მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, კრემლი მზად არის სთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს. ამის შესახებ პუტინი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.
“მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა”. – თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, შესაძლო მოლაპარაკებები არ იქნება პაუზა ს ხელახლა შეიარაღებისთვის, არამედ იქნება სერიოზული საუბარი მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე.
გარდა ამისა, როგორც ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ.
“უფრო ჭკვიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ საჭიროა რუსეთთან სტრატეგიის შეცვლა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეები მოლაპარაკებების პროცესის განახლების, ამ კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნის შესახებ. მათ ახლა ცხვირი კოკაინში აქვთ, არა? თუმცა, არაუშავს [მოლაპარაკებები] ასეთებთან უფრო მარტივია, ჭკვიანებთან კი უფრო რთულია. ისინი საშიშები არიან, რადგან საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებაზეც”. – თქვა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ