„პუტინი მკვლელია“- რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია გამართეს

რუსი ოპოზიციონერის, ს საპყრობილეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც ს ინტერესების სექცია მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და საპროტესტო პლაკატები წარწერით – „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „მკვლელები“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ipn.ge