პუტინი მინსკში ОДКБ-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა – შეხვედრას სომხეთის ლიდერი არ დაესწრება

ს პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში მონაწილეობის მისაღებად მინსკში ჩავიდა. ამის შესახებ TASS იტყობინება.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრება ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი, გარდა სომხეთისა.
კერძოდ, ОДКБ-ს წლევანდელი თავმჯდომარე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. საბჭოს სხდომას კი ესწრებიან: ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, ს ლიდერი სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგში შედის „კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული საკითხები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო