პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი საერთაშორისო მმართველობა უნდა დამყარდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ორგანოები არალეგიტიმურია. პუტინი მიიჩნევს, რომ ში დროებითი გარე მმართველობა უნდა დამყარდეს.
ს სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ 27 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, ატომური წყალქვეშა ნავის, „არხანგელსკის“ მეზღვაურებთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არ ჩატარებულა, ქვეყნის კონსტიტუციით კი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, ლეგიტიმაცია არ აქვთ სხვებსაც.
„ამიტომ, გაუგებარია ვისთან უნდა მოეწეროს ხელი რაღაც დოკუმენტებს და რა ძალა აქვთ მათ, რადგან ხვალ არჩევნებით მოვლენ სხვა ხელმძღვანელები“, – განაცხადა პუტინმა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა გამართულიყო. ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მოქმედებების დროს არჩევნები არ ტარდება.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს გარე მმართველობის დამყარებას, მაგალითად, გაეროს ეგიდით და ასეთი პრეცედენტები არსებობდა აღმოსავლეთ ტიმორში, ახალ გვინეასა და ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში.
პუტინის თქმით, პრინციპში შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან და რუსეთის „პარტნიორებთან და მეგობრებთან“ განხილული იყოს უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შესაძლებლობა.
პუტინის თანახმად, დროებითი გარე მმართველობა საჭიროა, რათა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს მთავრობა, რომელსაც ხალხი ენდობა და მასთან დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს.
პუტინმა ისიც თქვა, რომ მიესალმებიან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, მაგრამ არა რუსეთის ხარჯზე. მისივე განცხადებით, რუსი სამხედროები ფრონტის მთელ ხაზზე „სტრატეგიულ ინიციატივას“ ფლობენ და უკრაინის ჯარების საბოლოოდ განადგურება შეუძლიათ.
უკრაინის ხელისუფლებას პუტინის ამ განცხადებებზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა