ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო, რომ პუტინი იძლევა გზავნილს იმის შესახებ, რომ მზადაა, უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს.
„პუტინი ნამდვილად მზადაა, არსებულ პოზიციებზე გაჩერდეს, თუმცა უკან დახევას ის არ განიხილავს, არცერთი მეტრით“, – ამბობს ანონიმური წყარო NYT-სთან.