პუტინი მალე წავა და როგორც კი ეს მოხდება, ივანიშვილიც წავა – ფრედერიკ სტარი

პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ქართველებს იმისთვის, რასაც მათ მიაღწიეს დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ. ეს არ ყოფილა მარტივი გზა. გაიხსენეთ, რომ პუტინი მათ თავს დაესხა 2008-ში და ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ამ უყურადღებობით ჩვენი ავტორიტეტი იქ დაკნინდა ისევე როგორც ში დაკნინდა ჩვენი უმოქმედობით მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინა მოიპარა 2014-ში. მაგრამ, ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ოდნავ ოპტიმისტურები შეგვიძლია ვიყოთ საქართველოსთან მიმართებით ვიდრე ეს თქვენს შეკითხვაში იგულისხმება.

რატომ ვამბობ ამას? პუტინი არ არის ხანგრძლივი ფიგურა, ეს დასრულებულია. ზუსტად როდის და როგორ დასრულდება… ეს დასრულდა. მას არ გააჩნია რესურსები, მას არ აქვს ადამიანური რესურსი, მას აღარ აქვს ექსპორტი, რომელიც წარსულში ჰქონდა და მას ჰყავს საზოგადოება, რომელიც ღრმად გაუცხოებულია არა ომის მიერ, არამედ ეკონომიკური გაჭირვების გამო, რასაც ახლა ორ უდიდეს ქალაქს მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი გრძნობს. ის [პუტინი] იმაზე მალე წავა, ვიდრე გვგონია და როგორც კი ეს მოხდება ბატონი ივანიშვილიც წავა – მიუხედავად იმისა, რომ მან ფული დან გამოიტანა – და საქართველოში მთელი სიტუაცია შეიცვლება. ჩემი აზრით, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, თუ რა ხდება რუსეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას