პუტინი: ლუგანსკსა და დონბასში ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებს გავიყვანთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რკინიგზის კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთში ჩქაროსნული რკინიგზის ქსელის აშენება იგეგმება, რომელიც პირველ ეტაპზე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს დააკავშირებს, შემდეგ კი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებამდე, ლუგანსკამდე და დონბასამდეც მივა.

„ჩვენ ფართომასშტაბიან პროექტს ვიწყებთ ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელების შესაქმნელად. პირველ ეტაპზე, ასეთმა მარშრუტმა რადიკალურად უნდა შეამციროს მგზავრობის დრო ჩვენი ქვეყნის ორ უმსხვილეს აგლომერაციას – მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის”, – ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, რკინიგზა გავა ვორონეჟში, ნიჟნი ნოვგოროფში, ყაზანში, ეკატერინბურგში, დონის როსტოვსა და ასევე, ბელარუსის დედაქალაქში.

ხოლო შემდეგ ეტაპზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებამდე მისვლა იგეგმება.

„განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სარკინიგზო ხაზებს ავაშენებთ მთელს ლუგანსკსა და დონეცკში. დაგეგმილია, რომ ჩქაროსნული მაგისტრალები გაივლის იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი 111 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, რაც 80%-ს შეადგენს“, – ამბობს პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ