„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია.
კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა.
„ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი [უკრაინაში] შეჭრა წარმოადგენს“, – ციტირებს მას The Kyiv Independent.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის როგორც წინა, ასევე ახლანდელი მთავრობა უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს.
დაშოშმინება/დაშოშმინების პოლიტიკა – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური გერმანიის მიმართ არჩეული მიდგომაა, რომლის მოკლე აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, შეიძლება აგრესიულ სახელმწიფოსა თუ ლიდერს უარი ათქმევინო იმპერიულ ამბიციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით