პუტინი, იშვიათი საგარეო ვიზიტით, ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მასზე გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის გათვალისწინებით იშვიათი საზღვარგარეთული ვიზიტების ფონზე, ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას გეგმავს. 6 დეკემბერს, ს პრეზიდენტი ვიზიტს გამართავს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ კი, ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ირანის პრეზიდენტთან.
კრემლის მიერ დღეს, 5 დკემებერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთოებები, ასევე ისრაელ- „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი განიხილება. ამასთან, კრემლის განცხადებით, „დღის წესრიგში მუდმივ საკითხად რჩება“ ნავთობის ბაზართან დაკავშირებული პრობლემები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი მარტში გასცა. უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაზე, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით ომის დანაშაულია, სასამართლომ პასუხისმგებლობა სწორედ პუტინსა და ლვოვა-ბელოვას დააკისრა.

ICC-ის გადაწყვეტილებით, სუდანის ომარ ალ-ბაშირისა და ლიბიიის მუამარ კადაფის შემდეგ, პუტინი გახდა მოქმედი მესამე სახელმწიფო მეთაური, რომლის დაკავების ორდერიც სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი