პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ისტორიული სიმართლის გაყალბებას ცდილობენ

დასავლეთს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და ისტორიის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოსდა დასავლეთის რიგი ქვეყნები „ფაქტობრივად ახორციელებენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას“ და „ისტორიული სიმართლის გაყალბება ხდება, ხოლო და ჩინეთი „მტკიცედ გმობენ მცდელობებს, დამახინჯდეს მეორე მსოფლიო ომის ისტორია“.

როგორც პუტინმა ჩინურ მედიას განუცხადა,  პეკინში ჩინეთის ლიდერთან მომავალ შეხვედრაზე გეგმავს განიხილოს ახალი ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ანგარიშსწორება „ფაქტობრივად მთლიანად ეროვნულ ვალუტებში ხდება“.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება