ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის, თუმცა შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს.
„მე არასდროს მითქვამს უარი ამაზე, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და შედეგს მოიტანს. თუ ზელენსკი მზად არის – ჩამოვიდეს მოსკოვში,“ – თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ეს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული არ არის. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი „არ იბრძვის ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისთვის – საკუთარი ენითა და კულტურით ცხოვრებისათვის“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თუ „მშვიდობიანი შეთანხმება ვერ მოხერხდა, რუსეთი მიზნებს იარაღით მიაღწევს“, ხოლო უკრაინის კონსტიტუციაში ზელენსკის მანდატის გაგრძელების მექანიზმი „არ არსებობს“.
