პუტინი: ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა ამოიწურა

ვლადიმირ პუტინი, რომელიც ქვეყანას უკვე მეხუთე ვადით მართავს, ირწმუნება, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ს ლეგიტიმურობა “ამოიწურა”.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების მოქმედი მეთაურის ლეგიტიმურობა ამოიწურა.” – თქვა პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ვადასთან დასმული კითხვის პასუხად.

პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა, მისივე თქმით, იურიდიული ვალდებულებების ხელმოწერამდე მოსკოვმა უნდა გაიგოს, “ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე”.

პუტინმა ასევე დაამატა, რომ კონფერენცია, რომელიც ზაფხულში შვეიცარიაში ჩატარდება და ში მშვიდობას შეეხება, მიზნად ისახავს ზელენსკისთვის დასავლეთის მიერ ლეგიტიმურობის დადასტურებას.

“მაგრამ ამ პიარ ნაბიჯებს იურიდიული დოკუმენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. სრულად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქმე გვექნება ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან.” – თქვა პუტინმა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ 2024 წლის 20 მაისის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა ამოიწურა. ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა მართლაც გასულია, მაგრამ უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის მიხედვით პრეზიდენტმა სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე მოვალეობის შესრულება უნდა გააგრძელოს, თუმცა , რომლებიც 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, საომარი ვითარების გამო გადაიდო.