პუტინი: ვინც უცხოეთიდან ცდილობს რუსეთისთვის დემოკრატიის დაწესებას, წარმატებას ვერ მიაღწევს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უცხო ქვეყნებიდან ცდილობენ რუსეთს დემოკრატია დაუწესონ, რაც არ გამოვა.

„ისინი ცდილობენ ჩვენთვის დემოკრატიის დაწესებას, არაფერი გამოვა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. მათ სურთ იყვნენ რუსეთთან, ისინი რუსეთის ნაწილი არიან“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა რუსეთის შემადგენელი ერთეულების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

ამასთან, პუტინის თქმით, „მტრისთვის“ რუსეთის ერთიანობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

„რუსული საზოგადოების ერთიანობა და შიდა ეკონომიკის გაძლიერება მტრისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა“, – დასძინა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს