პუტინი ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა

19 ივნისს, ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. პუტინი ვიეტნამის კომუნისტ ლიდერებს, მათ შორის ვიეტნამის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდა. შეხვედრა ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიში შედგა.
შეხვედრისას ტო ლამმა პუტინს არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა. მან ასევე შეაქო რუსეთის პოლიტიკური მიღწევები, მათ შორის “შიდა პოლიტიკური სტაბილურობა”.
“კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამხანაგს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებას, რაც რუსი ხალხის მისდამი ნდობას უსვამს ხაზს”. – თქვა ლამმა.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ცნობით, პუტინი ვიეტნამთან ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას განიხილავს. ამასთან ერთად, პუტინი ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე აზრთა გაცვლასა და გაღრმავებულ კომუნიკაციასაც გეგმავს.
“ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ყოველთვის იყო ჩვენს პრიორიტეტებს შორის.” – თქვა პუტინმა.
ვიეტნამში ვიზიტისას პუტინს თან ახლდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი , ვიცეპრემიერი დიმიტრი ჩერნიშენკო, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამმა მონაწილეობა არ მიიღო შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე, თუმცა, გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში, BRICS-ის შეხვედრაზე.
ვიეტნამის კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, -ს, პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა.
“არცერთმა სახელმწიფომ პუტინს არ უნდა მისცეს მისი ომის წახალისებისა და იმ სისასტიკის ნორმალიზების საშუალება. თუ მას შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართულად დარღვევის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.” – ამბობს ვიეტნამში აშშ-ის საელჩოს სპიკერი Reuters-თან.
რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. მან და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.