“პუტინი ეშმაკის მოციქულია… რუსებს ზიზღით მოვიხსენიებ” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის პირველი კომენტარი, იგი ირწმუნება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ ინტერვიუ გაუყალბა და წერს:
მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, ,,სააკაშვილის ადვოკატი”! ს არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობის მყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!
ცნობისთვის, New York Times- მა ვრცელი სტატია გამოაქვეყა სათაურით – “როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის არდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე”.
[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ… ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე…” – განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან. თარგმანი – ნეტგაზეთი
გამოცემა წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა ს დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.